აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი ისევ გაიაფდა

access_time2021-03-16 17:30:58

თებერვლის თვეში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია კიდევ უფრო გაიაფდა. ამის შესახებ იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტელეკომპანია „პალიტრის“   გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, თუკი „ესკომ“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) „ელგრინისგან“ იანვარში  ელექტროენერგია შეისყიდა 3,9/3,9/5,4, ცენტად (ღამე/უქმე/დღე), თებერვალში ტარიფი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა სტაბილური ფასი - 4,4 /4,4/4,4.

 

აღსანიშნია, რომ თებერვლის შესყიდვამდე გადაწყვეტილების მიღებისას „ესკო“ ასევე იხილავდა რუსეთიდან და თურქეთიდან ერთდროულ იმპორტსაც, როგორც აზერბაიჯანიდან იმპორტის ალტერნატივას. “ამ მომენტმა კიდევ უფრო განგვიმტკიცა მოსაზრება, რომ ამ ბოლო თვეებში ელექტროენერგიის იმპორტის საქართველოს  ბაზარზე „ელგრინის“ და აზერბაიჯანის კონკურენტი სწორედ თურქეთია და არა რუსეთი. ეს კონკურენციაც იყო იმ გადაწყვეტილების ინსპირაცია, რომ ჩვენ თებერვალში „ესკოს“ შევთავაზეთ კვლავ ყველაზე მომხიბვლელი საფასო წინადადება, ანუ საკონტრაქტო ფასი - სტაბილური 4.4 ცენტი“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

 

ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც კომპანია „ელგრინის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოს ენერგოსისტემისთვის აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეთავაზებაა, ამდენად, კომპანიას საკუთარ ვალდებულებად მიაჩნია, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს საზოგადოებას შესთავაზოს ანგარიში ქვეყანაში ელექტროენერგიის მის მიერ განხორციელებული იმპორტის თვალსაზრისით. 

 

ცნობისთვის, 2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამში შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან 258 მილიონი კილოვატ/საათი რუსეთიდან შემოვიდა, 148.8 მილიონი კილოვატ/საათი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ/საათი თურქეთიდან.


 

რუსეთიდან იმპორტი - 258 მილიონი კილოვატ/საათი სრულად მოხმარდა დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და არც „ესკოს“ და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია.

 

თებერვალში რუსეთიდან იმპორტის „ესკოსთვის“ შეთავაზებული  ფასი იანვართან შედარებით შემცირდა  და შეადგინა ღამით 3.5, უქმე დღეებში 3.7, ხოლო დღისით 7.8 ცენტი. თურქეთიდან იმპორტის საშუალო ფასი მოთხოვნილი გრაფიკებით შეადგენდა 4.595 ცენტს. რაც შეეხება „ელგრინის“ მიერ  აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასო წინადადება იყო შემდეგი - სტაბილური ფასი 4.4 ცენტის ოდენობით.

 

ამდენად, თუკი იანვარში „ელგრინის“ ფასი იყო 3,9/3,9/5,4, თებერვალში იგი კიდევ უფრო გაიაფდა და შეადგინა 4,4 /4,4 / 4,4.

 

ისიც აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს „ესკომ“ აგრეთვე გაითვალისწინა, რომ თებერვალი ზვავსაშიში პერიოდია და რუსეთიდან მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ხაზით იმპორტი ძალიან სარისკოა.

 

აზერბაიჯანიდან „ელგრინის“ მიერ იმპორტირებული 148.8 მილიონი კილოვატ/საათიდან ნაწილი, კერძოდ - 22.9 მილიონი კილოვატ/საათი მიეწოდა პირდაპირ მომხმარებლებს, ხოლო 125.9 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი განახორციელა „ესკომ“.

 

რაც შეეხება თურქეთიდან მოწოდებულ ენერგიას 6.9 მილიონი კილოვატ/საათის ოდენობით, იგი თებერვლის ბოლოს განხორციელდა ავარიულ რეჟიმში გაცვლის პრინციპით და ელექტროენერგიის ეს მოცულობა დაუბრუნდა თურქეთის ენერგოსისტემას მარტის პირველ ნახევარში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up