აზერბაიჯანის მხრიდან გზის ბლოკირებას ყარაბაღში აქციით აპროტესტებენ

აზერბაიჯანის მხრიდან გზის ბლოკირებას ყარაბაღში აქციით აპროტესტებენ

access_time2022-12-25 22:17:12

25 დეკემბერს სტეპანაკერტში ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც აზერბაიჯანისგან მოითხოვდა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის განბლოკვას.

 

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ყარაბაღის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართეს. გზა უკვე თოთხმეტი დღეა ბლოკირებულია, რაც იწვევს საკვების, წამლების და სხვა აუცილებელი საგნების მწვავე დეფიციტს ამ სომხებით დასახლებულ რეგიონში.

 

აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს სასწრაფოდ ჩაერიოს ვითარებაში, რომელიც, მათი შეფასებით, წარმოადგენს აზერბაიჯანის ძალისხმევას სამშობლოდან განდევნილ იქნენ ყარაბაღელი სომხები.

 

ყარაბაღის დე-ფაქტო ლიდერმა, რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სამი არჩევანიღა აქვს: "პირველი - ჩვენ ვნებდებით და ადრე თუ გვიან ინტეგრაციას ვახორციელებთ აზერბაიჯანთან, მეორე - ჩვენ აქედან მივდივართ. მესამე - ჩვენ ვიბრძვით".

 

აქციის პარალელურად, აზერბაიჯანზე მიმდინარეობს საერთაშორისო ზეწოლა გზის გასახსნელად. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბაქოს მოუწოდა "უფლება დართოს თავისუფალ გადაადგილებას ლაჩინის დერეფნის ხაზით", როცა მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს 23 დეკემბერს დაურეკა. სატელეფონო საუბრის შინაარსის ფრანგული ვერსიით, ალიევმა თქვა, რომ "გეგმავს" ამ ნაბიჯის გადადგმას.

 

თუმცა, ალიევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი იცავს იმ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც 12 დეკემბერს დერეფანი გადაკეტეს, თითქოს გარემოსდაცვითი მოსაზრებებით. ამ ვერსიის თანახმად, ალიევმა მაკრონს უთხრა, რომ ეს მოქალაქეები სწორად იქცევიან, როცა აპროტესტებენ უკანონო სამუშაოების წარმოებას ყარაბაღის საბადოებში.


 

გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, დაბლოკა აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელიც მოითხოვს ბაქოს საშუალება მიეცეს შეამოწმოს ყარაბაღის მადნის საბადოები. დემონსტრანტები ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანის განცხადებებზე, რომ მთიანი ყარაბაღის საბადოებში უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს, და რომ მინერალები სომხეთში ლაჩინის დერეფნით გააქვთ.

 

ერევანში და სტეპანაკერტში დაგმეს დერეფნის ბლოკირება და მას უწოდეს უხეში დარღვევა 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელმაც ლაჩინის დერეფანი რუსი მშვიდობის დამცველების კონტროლის ქვეშ მოათავსა.

 

ალიევი 23 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შინაარსის კრემლის ანგარიშში გზის ბლოკირების საკითხი ნახსენები არ არის.

 

24 დეკემბერს, ბაქოში გამოსვლისას, ალიევმა თქვა, რომ არ დანებდება საერთაშორისო ზეწოლას. „ჩვენზე ვერავინ მოახდენს გავლენას" - თქვა მან.

 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჯოზეპ ბორელი 24 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიხუნ ბაირამოვს - უვკე მეორედ ბოლო სამი დღის განმავლობაში. როგორც ბორელმა მოგვიანებით ტვიტერით დაწერა, მათ განიხილეს „გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული წვდომის საჭიროება ლაჩინის დერეფანში". ბორელმა საუბარს „კონსტრუქციული" უწოდა.

 

 

radiotavisupleba

 

 

 


თეგები:
ყარაბაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up