Turan Air-მა ლიკვიდაცია გამოაცხადა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრედიტორების პრეტენზიები ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვის განმავლობაში მიიღება.
Turan Air არის პირველი კერძო აზერბაიჯანული ავიაკომპანია.
იგი დაარსდა 1994 წელს, როგორც აზერბაიჯანულ-ბრიტანული ერთობლივი საწარმო, 1995 წლის 30 ივნისს მან დაიწყო პირველი ფრენების განხორციელება.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 2,47 მილიონი მანეთია. ავიაკომპანია ახორციელებდა როგორც რეგულარულ, ასევე ჩარტერულ რეისებს. მუშაობა შეწყვიტა 2013 წელს.