აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია ADY Container-ი სტამბოლი-ტაშკენტი და მერსინი-ტაშკენტის მარშრუტებზე საკონტეინერო მატარებლით ტვირთების გადაზიდვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Report.az-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ტვირთის გადაზიდვა CASCA+ მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტით მოხდება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში "აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები - ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ევროპა".
გასულ წელს ბაქოში ჩავიდა პირველი საკონტეინერო მატარებელი, რომელიც უზბეკეთიდან ევროპაში ამ მარშრუტით გაიგზავნა. აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის - ADY Container-ის კუთვნილი გემით, კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში მიიტანეს.