აზერბაიჯანმა რუსული იარაღის მრეწველობაზე დამოკიდებულება შეამცირა, რაც ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰეიდარ პირიევმა განაცხადა.
„მტრის იარაღის საცავებისა და სარაკეტო სისტემების განადგურებისთვის ისრაელის წარმოების კამიკაძე დრონები - „ჰაროპი“ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატებია. უდავოა თურქეთის მიერ წარმოებული Bayraktar TB2-ის როლი. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა იარაღის შესყიდვის დივერსიფიკაცია მოახერხა, რუსული იარაღის ინდუსტრიაზე დამოკიდებულების შემცირება შეძლო, რომელიც ტრადიციული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში“, - განაცხადა პირიევმა.