აზერბაიჯანმა შესაძლოა დაუზღვეველ კორპუსებში ბინების გაყიდვა აკრძალოს. აზერბაიჯანული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) ყოველწლიურ ანგარიშში.
აღნიშნული ანგარიშის თანახმად, ომბუდსმენი სთავაზობს აიკრძალოს ბინების გაყიდვა იმ მრავალბინიან კორპუსებში, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ არის დაშვებული სახელმწიფო შესარჩევი კომიტეტის მიერ სარგებლობაში, არ არის რეგისტრირებული კერძო საკუთრებაში უძრავი ქონების სახელმწიფო რეესტრში და არ არის დაზღვეული.