აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე სამხრეთის გაზის დერეფნით საქართველოს, თურქეთსა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანას 14 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ფორუმის „მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სამხრეთის დერეფნით საქართველოში, თურქეთში, იტალიაში, ბულგარეთსა და საბერძნეთში წლის დასაწყისიდან მიწოდებულია 14 მლრდ კუბური მეტრი გაზი. ამის ნახევარი მოვიდა ევროკავშირის ქვეყნებზე და იმ ქვეყნებში, რომლებმაც მიიღეს აზერბაიჯანული გაზი. ბუნებრივი აირის ფასის კრიზისი არ ყოფილა“ - განცხადა ალიევმა.
მან სამხრეთი დერეფანს უწოდა არა მხოლოდ მარშრუტის დივერსიფიცირების საშუალება, არამედ გაზის მიწოდების ახალი წყარო.
შეგახსენებთ, გასული წლის 31 დეკემბრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო ევროპისთვის კომერციული გაზის მიწოდება ტრანსადრიატიკის მილსადენით, რომელიც გახლავთ სამხრეთის გაზის დერეფნის შემადგენელი ნაწილი. მიწოდება გათვლილია 25 წელიწადზე და ითვალისწინებს წლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას ევროპისთვის, რომელთაგან 8 მლრდ-ს მიიღებენ იტალია, ბულგარეთი და საბერძნეთი.
გაზსადენის მთავარი გაზის წყაროა შაჰ-დენიზის საბადო, რომლის მარაგები შეფასებულია 1,2 ტრილიონ კუბურ მეტრად.
bpn.ge