აზერბაიჯანს სტრატეგიული გეოგრაფიული პოზიცია უკავია, — განაცხადა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ანტონიო ნუსიფორამ, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფში ევროპისა და ცენტრალური აზიის მაკროეკონომიკის, ვაჭრობისა და საინვესტიციო პრაქტიკის ხელმძღვანელია.
„ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობის უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ დერეფნის გავლით ხდებოდა, რომელიც საბოლოოდ რუსეთზე გადის. ახლა კი, უკრაინაში ომისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო, ამ ვაჭრობის დიდი ნაწილი გადადის შუა დერეფნისკენ, რომელიც არსებითად გადის ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში და აკავშირებს ჩინეთს ევროპასთან.
ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელ აღმოსავლეთ-დასავლეთ სავაჭრო გზაზე გეოგრაფიული მდებარეობა, ბევრ შესაძლებლობებს უხსნის აზერბაიჯანს. პირველი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სატრანზიტო მოძრაობასთან. ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მოთხოვნა მომსახურებაზე ამ სფეროში შეიძლება ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის ეკონომიკურ ზრდას. სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფნის მარშრუტზე აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მიმზიდველი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის და უკეთ ინტეგრირებული იყოს“, - თქვა მან.
ნუსიფორას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანს შუა დერეფნის ეფექტური გამოყენებისთვის საკვანძო პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაცია და საჭირო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება დასჭირდება.
„ამჟამად შუა დერეფანი კარგად არ ფუნქციონირებს. ამიტომაც წარსულში ტრაფიკის უმეტესი ნაწილი გადიოდა ჩრდილოეთის დერეფანზე. მიზეზი ის არის, რომ შუა დერეფანში ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ელემენტი ჯერ კიდევ აკლია და ზოგიერთი ნაწილი განუვითარებელია. ამგვარად, შუა დერეფნის ვაჭრობის გამოყენების ხარჯების შესამცირებლად აზერბაიჯანს დასჭირდება კოორდინაცია საკვანძო პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო და ყაზახეთი, ინვესტიცია მოახდინოს დერეფნის ეფექტურობის გასაზრდელად საჭირო ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა მან.