აზერბაიჯანს შეუძლია გაზი თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ჰაბს მიაწოდოს

აზერბაიჯანს შეუძლია გაზი თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ჰაბს მიაწოდოს

access_time2022-11-01 21:00:47

აზერბაიჯანი მზად არის მიაწოდოს გაზი თურქეთში დაანონსებულ „გაზის ჰაბს“, თუ ასეთი მიწოდება ქვეყანაში მოქმედი უცხოური კომპანიებისთვის სასარგებლო იქნება.


ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სულთანოვმა განუცხადა.


მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში გაზის მოპოვების ძირითადი წილი შაჰ დენიზის საერთაშორისო კონსორციუმზე მოდის.


„ეს არის ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, შევხედავთ. აზერბაიჯანში გაზს ძირითადად კონსორციუმი აწარმოებს, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) მონაწილეობს, მაგრამ ეს არის კონსორციუმი, სადაც არის ასევე BP, Lukoil-ი, ირანული კომპანია და მათთვის მთავარია ამ პროექტის ეკონომიკური გამართლება. თუ კი ამით ფულის შოვნა იქნება შესაძლებელი, ისინი მზად იქნებიან“, - მიიჩნევს სულთანოვი.


მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, რა მოცულობის მიწოდებაზე შეიძლება იყოს საუბარი.



ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გაზის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. აზერბაიჯანში გაზის მოპოვების ყველაზე დიდი პროექტია შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პროექტი. კონსორციუმში შედის ბრიტანული BP (29,99%, პროექტის ოპერატორი), SOCAR (21,03%), რუსული Lukoil (19,99%), თურქული TPAO (19%) და ირანული NICO (10%).


საბადოზე გაზის წარმოება 2006 წელს დაიწყო. გაზის ექსპორტი პროექტიდან, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2021 წელს გაიზარდა თითქმის 44%-ით და 17,6 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.


კიდევ ერთი დიდი აზერბაიჯანული საბადო არის აბშერონი. მისი წარმოება 2022 წელს უნდა დაიწყოს. პროექტის მონაწილეები თანაბარი წილით არიან SOCAR და ფრანგული Total-ი. ქვეყნის სხვა პერსპექტიული საბადოებია შაფაგ-ასიმანი, ნახჩევანი, უმიდ-ბაბეკი, ყარაბაღი და აშრაფი.


სულთანოვმა დასძინა, რომ 2022 წელს აზერბაიჯანი გეგმავს გაზარდოს გაზის მიწოდება ევროკავშირში 40%-ით 11,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე. მისი თქმით, 2021 წელს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.


ახლა აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში გადის სამხრეთ დერეფნის გავლით, რომელიც მოიცავს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს, ტრანსანატოლიის გაზსადენს (TANAP) და ტრანსადრიატიკის გაზსადენს (TAP). TANAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება თურქეთს წელიწადში 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე, TAP-ის მეშვეობით წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრით, გაზი შემდგომ მიეწოდება ევროკავშირს.


TANAP-ის აქციონერები არიან აზერბაიჯანული SOCAR - ის ფლობს 51%-ს, SOCAR Turkiye Enerji-ს (7%), თურქულ სახელმწიფო კომპანია Botas-ს (30%) და BP-ს (12%).


აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს რესპუბლიკიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის მთლიანი მოცულობა 40%-ით გაიზარდა და 18,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აზერბაიჯანში გაზის მოპოვება 2021 წელს 18%-ით გაიზარდა და 43,9 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up