დასავლეთის სანქციების ეფექტის შემცირების მიზნით რუსეთი სულ უფრო აქტიურად გადადის საგარეო ვაჭრობის რუბლით განხორციელებაზე, მათ შორის აზერბაიჯანთან. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დენის გონჩარმა უთხრა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„ჩვენ წინასწარ დავიწყეთ რისკების შემცირებაზე ზრუნვა, რომლებიც დასავლეთის ფაქტობრივად არაკეთილსინდისიერი ქმედებებს უკავშირდება“, – თქვა გონჩარმა.
მისივე თქმით, არსებული ექსპერტული შეფასებით, აზერბაიჯანთან ვაჭრობის 30% რუბლში ხორციელდება და მთლიანობაში რუსეთ–აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობა ნაკლებად დაზიანდა ნეგატიური ფაქტორების გამო, წერს აზერბაიჯანული სააგენტო Haqqin.az.
მანამდე „კომერსანტი“ წერდა, რომ ფქვილის იმპორტი რუსეთიდან საქართველოში უკვე 1 თვეა, რუბლით ხორციელდება.