აზერბაიჯანის სასტუმროებში დატვირთულობა მხოლოდ 16%-ია, ხოლო დარჩენილი ადგილების 84% თავისუფალი რჩევა. ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებშია აღნიშნული.
უწყების მონაცემებით, 2022 წელს აზერბაიჯანში სასტუმროების და სასტუმროს ტიპის ობიექტების ერთდროული შევსების მაჩვენებელი 15,7%-ის დონეზე იყო.
ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია - 2021 წელს სასტუმროს ნომრების 11,1% იყო სავსე, ხოლო ადგილების 90% ცარიელი დარჩა.