აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ადგილს იმკვიდრებს

აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ადგილს იმკვიდრებს

access_time2021-03-23 19:00:38

მხოლოდ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, პირველად თავის ისტორიაში, ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო, თუმცა, ამ დროისთვის გაყიდული „ცისფერი ოქროს“ რაოდენობამ 1 მლრდ.-ს კუბურ მეტრს გადააჭარბა.


მილსადენ TAP-ით აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთში და ბულგარეთში 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, დღეს კი მისი მიღების მსურველები რიგში დგანან. ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ კასპიური გაზის შესყიდვის სურვილი უნგრეთმაც გამოთქვა.


„ოფიციალური ბუდაპეშტის სტრატეგიაა გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება და ამ კუთხით აზერბაიჯანული გაზი ევროპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბაქოში ვიზიტის დროს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.


გაზსადენი TAP უნგრეთამდე არ მიდის, თუმცა, ქვეყანა კასპიურ გაზთან წვდომას სხვა რეგიონული მილების საშუალებით მიიღებს. კერძოდ, ბერძნულ-ბულგარულით, რომელიც უკვე მუშაობს და უნგრულ-სერბიულით, რომლის მშენებლობაც წლის ბოლოს დასრულდება.


მოლაპარაკებები უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიას MVM-ს და აზერბაიჯანულ SOCAR-ს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანის მხრიდან გაზის არასაკმარისი რაოდენობა და უნგრეთ-სერბეთის გაზსადენის მშენებლობის დაუსრულებლობა აფერხებს.


ბაქო გაზის მოპოვების ზრდაზე უკვე მუშაობს, ხოლო უნგრეთი მილის მშენებლობას უკვე ასრულებს, ამიტომაც სავარაუდოდ, 2023 წლიდან აზერბაიჯანული გაზი უნგრეთის მიმართულებითაც წავა.



ასევე მნიშვნელოვანია მემორანდუმი აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის, რომელიც TAP-ს მეშვეობით ევროპაში არა მხოლოდ აზერბაიჯანული, არამედ თურქმენული გაზის ტრანსპორტირებასაც გულისხმობს.


გასულმა ზამთარმა ნათლად დაადასტურა, რომ ევროპაში არა მხოლოდ გაზის წყაროების დივერსიფიცირებაზე, არამედ გაზის მოხმარების ზრდაზე უნდა იფიქრონ. ალტერნატიული ენერგეტიკისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ცალსახაა, რომ მისი მასობრივი გამოყენება მინიმუმ 30 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. უახლოეს ათწლეულში ვერც მზე და ვერც ქარი ბუნებრივ გაზს ვერ შეცვლის, სწორედ ამიტომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპიის გაზის ევროპულ ბაზარზე გავლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.


ამას ბაქოშიც კარგად აცნობიერებენ და უკვე არსებული მილსადენების გამტარუნარიანობის ზრდა თავად მათ კონსტრუქციაშია ჩადებული. თუ დღეს აზერბაიჯანი ევროპაში ყოველწლიურად 10 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს ყიდის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მაჩვენებლის გაორმაგება და გასამმაგებაც კი.


სწორედ ამიტომ SOCAR-ის ხელმძღვანელობა მუდმივად აღნიშნავს, რომ TAP-ით შესაძლებელია გაზის ტრანსპორტირება არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მილსადენს ამის შესაძლებლობა აქვს.


თუმცა, სხვა ქვეყნები არც იქნება საჭირო, აზერბაიჯანს თავად გააჩნია საკმარისი გაზი იმისთვის, რომ მილსადენი გაავსოს. ქვეყანაში გაზის რესურსი 3 ტრლნ. კუბურ მეტრს შეადგენს, ეს კი ევროპაში „ცისფერი ოქროს“ ათწლეულების მანძილზე ექსპორტისთვის საკმარისია. აქედან გამომდინარე, ბაქოსთვის უფრო მომგებიანია TAP-ით საკუთარი გაზის ტრანსპორტირება, ვიდრე ტრანზიტი.


პარალელურად, იტალია გაზის ტრანზიტორი ხდება. ქვეყანამ იანვარში 36 მლნ. კუბური მეტრი გაზი საფრანგეთს მიჰყიდა და ეს სწორედ სამხრეთ დერეფნით მიღებული აზერბაიჯანული გაზია, კიდევ 4 მლნ. კუბური მეტრი კი შვეიცარიაში წავიდა.


როგორც ჩანს, აზერბაიჯანული გაზი ევროპის საწვავის ბაზარზე კონკურენციაში უკვე ჩაება და ეს მხოლოდ დასაწყისია.


Haqqin.az

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up