დღეს აზერბაიჯანული გაზი ხელს უწყობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ალბანეთის პრეზიდენტ ბაირამ ბეგაისთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ABC.AZ ავრცელებს.
„აზერბაიჯანი და ალბანეთი TAP-ის პროექტის წევრები არიან და ჩვენი ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამხრეთ გაზის დერეფნის განხორციელებაში. ალბანეთის წარმომადგენლები ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრებში, რომლებიც ორგანიზებული იყო აზერბაიჯანისა და ევროკავშირის თავმჯდომარეობით. დღეს აზერბაიჯანულ გაზს ასევე წვლილი შეაქვს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.