აზერბაიჯანული მედიის ნაწილი გადასახადებისგან გათავისუფლდება. როგორც აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა აჰმედ ისმაილოვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მედია სუბიექტების (გარდა აუდიოვიზუალური მედიის სუბიექტების) საგადასახადო გათავისუფლებას 3 წლის ვადით. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, მედია სუბიექტები გათავისუფლდებიან მათი საქმიანობით, ასევე რეკლამისგან მიღებულ შემოსავლებზე და მოგებაზე დაწესებული გადასახადებისგან. გარდა ამისა, დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება მათ მიერ წარმოებული მედია პროდუქტები.
აჰმედ ისმაილოვმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან და განიხილება მთავრობაში.