აზიის უმდიდრესი და დიდი ძალაუფლების მქონე ქალი, რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს

აზიის უმდიდრესი და დიდი ძალაუფლების მქონე ქალი, რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს

access_time2022-11-27 14:00:41

დღეს მსოფლიოში უამრავი მდიდარი ადამიანია. მათ შორის ბევრია აზიაშიც, რომლებმაც მილიონები და მილიარდები დააგროვეს ან მემკვიდრეობით მიიღეს. მათ შორის გამოირჩევა სავიტრი ჯინდალი - ქალი, რომელიც მილიარდებთან ერთად დიდ ძალაუფლებას ფლბს, თუმცა ჩრდილში ყოფნას ამოჯობინებს.

 

ვინ არის სავიტრი ჯინდალი?

 

ინდოელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სავიტრი დევი ჯინდალი ინდოეთში, ქალაქ ტინსუკიაში, 1950 წლის 20 მარტს დაიბადა.

 

იგი დაქორწინებული იყო ჰარიანას მთავრობის მინისტრზე და ჰარიანა ვიდან საბჰას საკანონმდებლო ასამბლეის წევრ ომ პრაკაშ ჯინდალზე. მეუღლე 2005 წელს ავიაკატასტროფაში გარდაეცვალა. სავიდროს კი 9 შვილი დარჩა.

 

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან დაიკავა ჯინდალ ჯგუფის - ფოლადის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კონგლომერატის თავმჯდომარის პოსტი.

 

სავიტრი ჯინდალი უბრალო ცხოვრებას ამჯობინებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მნიშვნელობის ძეგლების დაცვა ქვეყნის მასშტაბით.

 

კარგ რეპუტაციასთან ერთად, დღეს იგი ინდოეთისა და აზიის ყველაზე მდიდარი ქალის წოდებას ატარებს.


 

Jindal Group და სხვა ბიზნესები

 

Jindal Group 1952 წელს სავიტრის ქმარმა, ომ პრაკაშ ჯინდალმა დააარსა. ეს არის ფოლადის და ელექტროენერგიის კონგლომერატი, რომელსაც გარდაცვლილი 2005 წლამდე მართავდა. დღეს Ltd. Jindal Saw Ltd. და Jindal Stainless Ltd. კონგლომერატის ოთხი მიმართულება იმართება ჯინდალის ოთხი ვაჟის მიერ.

 

თუმცა, სანამ სათავეს ვაჟები ჩაუდგებოდნენ, ბიზნესის მართვა ხელში ქმრის გარდაცვალების შემდეგ სავიტრიმ აიღო. მაშინ ინდოეთში მხოლოდ რამდენიმე ქალი მართავდა ბიზნესს დამოუკიდებლად და ეს საკმაოდ გაბედულ ნაბიჯად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ Jindal Group უკვე აყვავებული კონგლომერატი იყო, რომელიც გლობალურად დიდ მოგებას იღებდა, სავიტრიმ შეძლო ბიზნესის უფრო მაღალ სიმაღლეებზე აყვანა და შემოსავლების გაოთხმაგება მოკლე დროში.

 

პოლიტიკა და კანონშემოქმედება

 

გარდა იმისა, რომ იგი გამჭრიახი ბიზნესმენი და მეწარმეა, სავიტრი ჯინდალი ასევე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ემსახურებოდა ინდოეთის მთავრობას და ხალხს.

 

2005 წელს მან მოიგო ერთ-ერთი ქალაქის არჩევნები და ხელახლა აირჩიეს 2009 წელს. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრი 2010 წლამდე. სავიტრი იყო სახელმწიფო მინისტრი შემოსავლებისა და კატასტროფების მართვის, კონსოლიდაციის და რეაბილიტაციის საკითხებში. საბინაო და ასევე სახელმწიფო მინისტრი ურბანული ადგილობრივი ორგანოებისა და საბინაო საკითხებში.

 

დღეს სავიტრი დიდ დროს ხარჯავს საჯარო სამსახურსა და სოციალურ აქტივობებზე. თუმცა, მას ჯერ კიდევ აქვს შთამბეჭდავი სააქციო პორტფელი, რომელიც დიდ მოგებას იღებს.

 

გარდა იმ წილისა, რომელსაც ის ფლობს Jindal Group-ის ყველა ბიზნესში, სავიტრი ასევე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის: Nalwa Sons Investments Ltd., Shalimar Paints Ltd., Hexa Tradex Ltd., JITF Infralogistics Ltd., JSW Holdings Ltd. და JSW Steel.

 

მხოლოდ 2021 წელს, მისი წმინდა ქონება თითქმის სამჯერ გაიზარდა. დღეს სავიტრი წმინდა ღირებულება 15.6 მილიარდი დოლარია.

 

Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up