აზიის უმდიდრეს კაცს სუპერ აპლიკაციის შექმნა სურს, რომელიც ციფრული სამყაროს „Ferrari“ იქნება

აზიის უმდიდრეს კაცს სუპერ აპლიკაციის შექმნა სურს, რომელიც ციფრული სამყაროს „Ferrari“ იქნება

access_time2022-12-11 13:00:58

ინდოელი მილიონერი - Adan Group-ის დამფუძნებელი, გაუტამ ადანი, მზად არის თავისი სუპერ აპლიკაცია წარმოადგინოს რომელიც, მისი თქმით, ციფრული სამყაროს Ferrari იქნება. ადანი ამბობს, რომ პორტალი ქსელში სამიდან ექვს თვეში ჩაეშვება.

 


Bloomberg Opinion-ი წერს, რომ აზიის უმდიდრესმა მაგნატმა ხელიდან გაუშვა პანდემიის პერიოდი, როცა ონლაინ სერვისებზე მოთხოვნა მაქსიმალურად იყო გაზრდილი. ციფრულ ინდუსტრიაში ახლა დიდი არეულობაა. ამავდროულად, ინდოეთის ელექტრონულ კომერციაში დიდი კონკურენციაა. რამდენად შორს წავა გაუტამ ადანის Ferrari-ი, ამას დრო გვიჩვენებსო, წერს გამოცემა.

 

 

როგორც Financial Times-ი წერს მობილური აპლიკაცია მგზავრებს ადანის აეროპორტების ქსელში Adan Group-ის სხვა სერვისებთან დააკავშირებს.

 


ადანი ინდოეთის შვიდ აეროპორტს მართავს და ამჟამად მუმბაიში ახალ ტერმინალს და ასაფრენ ბილიკს აშენებს. მთლიანობაში, ინდოეთის საავიაციო ტრაფიკის 20% მისია. მედიის ცნობით, ის პოტენციურად შეძლებს, რომ ჯერ კიდევ უსახელო აპლიკაცია მილიონობით ტელეფონზე დააინსტალიროს.

 

აღსანიშნავია, რომ აეროპორტების, ელექტროენერგიის, გაზის განაწილების და ზეთის წარმოების ბიზნესის გარდა, ინდოელი მილიონერის იმპერიის დარჩენილი წილი მოდის მაინინგზე, ლოჯისტიკასა და ინფრასტრუქტურაზე.

 

 

შოპინგის, გადახდების, გართობის, სოციალური მედიისა და ფინანსების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება ჩინური მოდელია. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Alibaba Group Holding-ი, Tencent Holdings-ი და Meituan-ი,  ეს მიმართულება უკვე სრულყვეს და ტექნო ტიტანებად ჩამოყალიბდნენ.

 

 

ჩინეთში Covid-19-ის მკაცრი პოლიტიკის გამო Alibaba-მ ახლახან გამოაქვეყნა მონაცემები მოულოდნელი კვარტალური ზარალის შესახებ; ინდონეზიურმა GoTo Group-ი თავისი მუშახელის 12%-ს ამცირებს. როგორც Washington Post-ი წერს, ამ რთული რეგიონული პერსპექტივის ფონზე, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა არც თუ ისე დამაიმედებელია.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up