აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მედია-ტური მოეწყო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მედია-ტური მოეწყო

access_time2022-08-04 13:40:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მედია-ტური მოეწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


„სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ, დაათვალიერეს მობილიზებული ტექნიკა და მონიტორინგის სისტემები. 


აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ბრძოლის მეთოდებისა და საქართველოს გამოცდილების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა და მოწვეულმა მეცნიერებმა ისაუბრეს.



სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა, რაშიც გადამწყვეტი როლი სწორედ მედიასაშუალებებს აკისრიათ.


მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მშენებარე თხილის საშრობი დაათვალიერეს. ასევე, დაესწრნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფერმერებისთვის სპეციალური შესაწამლი აპარატების გადაცემის პროცესს.


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები შემუშავებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სპეციალიზებული ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ფართობები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით მუშავდაბა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მონიტორინგი და სპეციალური სადგურების დამონტაჟება. ღონისძიებები თვითმმართველობებთან კოორდინირებულად ტარდება. მუდმივად იმართება საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებთან. სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up