აზიური სამზარეულოს რეიტინგში ქართული სამზარეულო მე-9 ადგილზეა. ახალი რეიტინგი Taste Atlas-მა გამოაქვეყნა.
როგორც გამოცემა წერს, მათი რეიტინგები ზოგისთვის სიხარულის მიზეზია და ზოგისთვის ბრაზისა და წყენის. ხშირად იღებენ საყვედურით სავსე წერილებსა და ზარებს, მათ შორის საელჩოებიდან და კერძო პირებიდან. მათი თქმით, კერძებს, სასმელებსა და ინგრედიენტებს სტუმრები აფასებენ, ამ მონაცემებს კი Taste Atlas-ი აჯამებს.
აზიური სამზარეულოს რეიტინგში პირველ ადგილზე იაპონური სამზარეულოა, სამეულშია - ინდური და ჩინური სამზარეულოები. ქართული სამზარეულო ამ რეიტინგში მე-9 ადგილზეა.
საუკეთესო აზიური სამზარეულოს ათეული კი ასე გამოიყურება:
1. იაპონური სამზარეულო;
2. ინდური სამზარეულო;
3. ჩინური სამზარეულოები.
4. ინდონეზიური სამზარეულო;
5. სამხრეთ კორეული
6. ვიეტნამური სამზარეულო;
7. ფილიპინური სამზარეულო;
8. ირანული სამზარეულო;
9. ქართული სამზარეულო;
10. ტაილანდური სამზარეულო;