ნამცხვრის სახლი AZZATO დაიხურა.
როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა მენეჯერმა ზაზა ქოიავამ უთხრა, AZZATO-ს 70%-იანი წილის აზერბაიჯანელმა მფლობელმა საქართველოში ბიზნესის წარმოება აღარ მოინდომა.
„AZZATO გათავისუფლდა ვალებისგან, მოეხსნა ყადაღა და 70%-იანი წილის აზერბაიჯანელმა მფლობელმა ამის შემდეგ საქართველოში ბიზნესის წარმოება აღარ ისურვა.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის პიროვნება ამჯერად აზერბაიჯანში არსებული თავისი ბიზნესის საქართველოში შემოტანას გეგმავს, რომელსაც „აზას ტორტები“ ეწოდება. სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, — ამბობს ზაზა ქოიავა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, AZZATO-ს (შპს az-georgia) 70%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე ზოჰრაბ ასლანოვი, ხოლო 30%-ს მესაკუთრე მამუკა თოდუა იყო.