ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები - თუ ის ინიცირებული იქნება, ჩვენ ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ

ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები - თუ ის ინიცირებული იქნება, ჩვენ ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ

access_time2021-12-13 17:30:00

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები - „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც პოლარიზაციის შემცირებაზე ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.



ჯაფარიძე მიიჩნევს, რონ სწორი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი გაუკეთებს ორგანიზებას მრგვალ მაგიდას პოლიტიკური ძალების მონაწილეობით, რომლის საშუალებითაც უნდა მივიდნენ თანხმობის ფორმულამდე, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები.



„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რომ ვითარების დეესკალაცია მოხდეს, გადავიდეთ ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში. იმედი მაქვს, მის განცხადებას მოჰყვება პრაქტიკული ნაბიჯები. ჩვენ „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროცესში, თუკი ის ინიცირებული იქნება ფორმალურად ზურაბიშვილის მხრიდან, მივიღებთ ძალიან აქტიურ მონაწილეობას. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ მოვახერხოთ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს შერიგების თუ შეთანხმების პროცესი, მე ვფიქრობ თანხმობის პროცესი ვიდრე შერიგების, ეს იქნება სწორი, რადგან არსებობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და გამოწვევები, რაზეც უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება და არა დაპირისპირებაზე და ზიზღზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.




ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა „მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up