არაოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.
ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება, არსებული ინფორმაციით ბადრი ესებუა ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს.
თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.