BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსის წარმოებას იწყებს

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსის წარმოებას იწყებს

access_time2020-05-04 16:00:08

„BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO-ს, გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიებთან ერთად ასევე გაერთიანებული არიან მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ, ათობით სხვადასხვა ტიპის მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის კომპანიებს აერთიანებენ.


აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 400-ზე მეტ კომპანიას მოიცავს, რაც ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და შესაბამისად, ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი პროექტი, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება, როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და იგი საზოგადოებას გააცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობებსა და ბიზნესის მოლოდინებს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.


მისი თქმით, „BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი, რომელიც გამოითვლება BAG-ის წევრი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე (კონფიდენციალურობა გამოკითხვისას სრულად დაცულია), აღწერს მიმდინარე მდგომარეობას და ბიზნესის მოლოდინებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში. BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო 6 თვის მოლოდინების საბალანსო მნიშვნელობების ტრანსფორმირებულ საშუალოს. აღნიშნული ინდექსის გამოსათვლელად მოხდა BAG -ის წევრი კომპანიების გადანაწილება ოთხ სექტორში: მრეწველობა, მომსახურება, ვაჭრობა და მშენებლობა.


გარდა მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო 6 თვის განმალობაში მოლოდინების შეფასებისა, BAG -ის წევრი კომპანიები, ასევე აფასებენ ვითარებას გასულ კვარტალში და მომდევნო სამ თვეში საკუთარი კომპანიების პროდუქციის/მომსახურების ფასების, გაყიდვების/ბრუნვის/მოთხოვნის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. ასევე BAG-ის წევრები ასახელებენ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებს.



BAG დასაქმების ბარომეტრის ინდექსი ეფუძნება BAG-ის წევრების შეფასებას მომავალ 3 თვეში დასაქმების პარამეტრების სავარაუდო ცვლილების შესახებ. ბიზნეს კომპანიებს საშუალება ეძლევათ აღწერონ საკუთარი გეგმები დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ, როგორც „მზარდი“, „სტაბილური“ ან „კლებადი“. ბიზნეს კომპანიების გეგმების საბალანსო მნიშვნელობა გამოითვლება პასუხების პროცენტული წილის სხვაობით „მზარდ“ და „კლებად“-ს შორის. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი არის სექტორების საბალანსო მნიშვნელობის ტრანსფორმირებული საშუალო.


BAG –ის ბიზნეს კლიმატის ინდექსის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100-სა და +100-ს შორის. +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინებს აფასებს დადებითად, ხოლო -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინებს აფასებს უარყოფითად.



BAG –ის დასაქმების ბარომეტრის ინდექსის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100-სა და +100-ს შორის. +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ინდექსის პირველი კვლევა 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში ჩაატარა, რომელმაც შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების განწყობები და მოლოდინები შესაბამისად, 2019 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით.


მეორე კვლევა კი ჩატარდა 2020 წლის აპრილში, რამაც უკვე საშუალება მოგვცა დავინახოთ ტენდენციები წინა პერიოდთან, ანუ რიგით 1-ელ კვლევაში გამოვლენილ შედეგებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, ხვალიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რამოდენიმე ეტაპად, საზოგადოებას პირველად წარუდგენს კვლევის შედეგებს. მომავალში კვლევის შედეგების, ანუ BAG ბიზნეს კლიმატისა და BAG დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლების წარდგენას ყოველკვარტალურად გავაკეთებთ. ამასთან, ვინაიდან მე-2 კვლევა ამა წლის აპრილში ჩატარდა იგი დაემთხვა COVID 19-ის პანდემიასა და ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვების პერიოდს. შესაბამისად, ვფიქრობთ ყველასთვის საინტერესო იქნება დღევანდელი დღის პრიზმიდან ბიზნესის მოლოდინების გაცნობა. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან BAG –ის ინდექსის წარმოებაში და ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ პროცესში“.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up