BAG ინდექსი: კადრების მოძიების პრობლემა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გამწვავდა

BAG ინდექსი: კადრების მოძიების პრობლემა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გამწვავდა

access_time2022-12-26 12:13:34


2022 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 66% აღნიშნავს, რომ კადრების მოძიებისას მათ ექმნებათ პრობლემა და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 14.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

 

 

რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს, გამოკითხულმა კომპანიებმა ძირითადად დაასახელეს  აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა, აპლიკანტთა მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინი და აპლიკანტთა შეუსაბამო გამოცდილება. ამასთან, თუ 2021 წლის მე-4 კვარტალში კომპანიები კადრების დეფიციტის მთავარ მიზეზად აპლიკანტების არასაკმარის ცოდნის დონეს მიიჩნევდნენ, დღეს გამოკითხულთა 60.4% უმთავრეს ფაქტორად კადრების არასაკმარის რაოდენობას ასახელებს.

 


უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტორებს შორის, აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობა ყველაზე ხშირად მომსახურებისა და მრეწველობის სექტორების მიერ დასახელდა, არასაკმარის რაოდენობასთან ერთად, აპლიკანტთა შეუსაბამო გამოცდილება - მშენებლობის სექტორის მიერ, ხოლო ვაჭრობის სექტორისთვის კადრების მოძიების სირთულე აპლიკანტთა მხრიდან მაღალი ხელფასის მოლოდინით არის გამოწვეული.

 

საგულისხმოა, რომ აპლიკანტთა არასაკმარის რაოდენობაზე საუბრისას, ასოციაციის წევრი კომპანიები გამოყოფენ იმ მიზეზებსაც, რაც აღნიშნულ პრობლემას იწვევს, კერძოდ, გამოკითხულ კომპანიათა 83.9%-ის მოსაზრებით, შრომით ბაზარზე კადრების დეფიციტი შრომითი რესურსის საზღვარგარეთ გადინებით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

 

 

 

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

 

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up