BAG ინდექსის კვლევის თანახმად, კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ აუცილებელია თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ აუცილებელია თანამშრომლები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან

access_time2021-09-09 10:55:35

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს ვაქცინაციის პროცესს და აქტიურად მოუწოდებს, როგორც ბიზნესს, ასევე ფართო საზოგადოებას, დროული და სწრაფი ვაქცინაციისკენ.
სწორედ ამიტომ, საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და ბიზნესის განწყობების გასაანალიზებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულების შესაფასებლად, ასოციაციის წევრი და მათი შვილობილი კომპანიები გამოკითხა.
კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების 95%-ს დასაქმებულების ვაქცინაცია აუცილებლად მიაჩნია. მეტიც, გამოკითხულთა 87%-ს უკვე ჰქონდა ვაქცინაციის შესახებ დასაქმებულებთან კომუნიკაცია, ხოლო 6% უახლოეს მომავალში გეგმავს აცრის საჭიროების განხილვას.

 


 

თანამშრომელთა შორის ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კი კომპანიები სხვადასხვა მექანიზმებს მიმართავენ, როგორიცაა ფინანსური წახალისება, ანაზღაურებადი შვებულება, სამუშაო ადგილზე აცრის შეთავაზება, შეღავათი სამუშაო გრაფიკზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა 27%-ს უკვე დანერგილი აქვს აცრის წამახალისებელი მექანიზმები, ხოლო 29% სწრაფადვე გეგმავს მათ შემოღებას..




 

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რესპონდენტი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომელთა აცრას, ასეთი ცალსახა პოზიცია არ ჩანს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგანაც კომპანიების ნაწილისთვის არ არის ცხადი, რამდენად დაარღვევს აღნიშნული ვალდებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომით უფლებებს. ასევე კომპანიების ის ნაწილი, რომელთა თანამშრომლებიც არ არიან მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაში, ასევე არ განიხილავენ სავალდებულო ვანქცინაციის შემოღებას.
შესაბამისად, კომპანიათა უმეტესობა, კერძოდ, გამოკითხულთა 86% არ აპირებს ვაქცინაციის სავალდებულო პოლიტიკის შემოღებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირებული 14% მაინც მაღალი მაჩვენებელია და ძირითადად ფარავს იმ კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საცალო გაყიდვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.

 

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტებთან, ასევე ბიზნესთან. აღნიშნული ქმედებების მიზანი კი დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებაა.
კვლევის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ბმულზე.

თეგები:
Bag



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up