BAG Index: ნეგატიურისკენ გადახრილი დასაქმების ბარომეტრი BAG-ის წევრ კომპანიებში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირების მოლოდინზე მიუთითებს

BAG Index: ნეგატიურისკენ გადახრილი დასაქმების ბარომეტრი BAG-ის წევრ კომპანიებში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი შემცირების მოლოდინზე მიუთითებს

access_time2020-05-06 10:30:07

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუარესებეული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა და -46.7 ქულა შეადგინა. შედარებისათვის, 2019 წლის მეოთხე კვარტალში BAG-ის წევრ ბიზნესებს პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ დასაქმებასთან მიმართებაში, შესაბამისად, დასაქმების ბარომეტრი დადებითი იყო და 26.1-ს შეადგენდა[1].

 

ამდენად, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ან ვერ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, ანდა მოუწევს არსებული სამუშაო ადგილების შემცირება. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მხოლოდ 1.9% მოელის დაქირავებულთა რაოდენობის ზრდას 2020 წლის მეორე კვარტალში, მაშინ როცა 50.9% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 47.2% გარდაუვლად მიიჩნევს მათ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას.

 


სექტორების მიხედვით გამოკითხული BAG-ის წევრ ბიზნესებს შორის შედარებით ზომიერი ნეგატიური მოლოდინი დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, რომელსაც სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლებად შეეხო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები. მეორეს მხრივ, მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც, სავარაუდოდ, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი პოზიტიური მოლოდინი დასაქმებასთან მიმართებაში სწორედ მშენებლობის სექტორში გამოვლინდა.

 

BAG დასაქმების ბარომეტრი ეფუძნება BAG–ის წევრების გამოკითხვას, კერძოდ,  კომპანიები აფასებენ მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილებას. კომპანიები მომავალი სამი თვის განმავლობაში აღწერენ საკუთარ გეგმებს დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით, როგორც „მზარდს“, „სტაბილურს“ ან „კლებადს“. სექტორების მიხედვით დასაქმებასთან დაკავშირებული გეგმების  რიცხვითი შეფასება გამოითვლება  „მზარდისა“ და „კლებადის“ პასუხების პროცენტული მნიშვნელობების სხვაობით, ხოლო საბოლოო BAG დასაქმების ბარომეტრი არის სექტორების საბალანსო მნიშვნელობების შეწონილი საშუალო.

 

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2020 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის აზრით, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი და BAG დასაქმების ბარომეტრი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  BAG ინდექსი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და იგი საზოგადოებას გააცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობებსა და ბიზნესის მოლოდინებს - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის განცხადებაში.



[1] BAG დასაქმების ბარომეტრის მნიშვნელობა მერყეობს -100–დან +100–მდე, სადაც -100 ნიშნავს, ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას, ხოლო +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მომდევნო სამი თვის განმავლობაში მოელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up