BAG-ის წევრმა კომპანიებმა იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული, პრაქტიკული საკითხები განიხილეს

BAG-ის წევრმა კომპანიებმა იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული, პრაქტიკული საკითხები განიხილეს

access_time2022-11-18 11:35:49

„მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები და სამეწარმეო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები გახლდათ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა (BAG) და იუსტიციის სამინისტროს შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის დირექტორი დავით დევიძე ესწრებოდნენ.


შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონით განსაზღვრული, როგორც საკანონმდებლო, ასევე პროგრამული ცვლილებები, მათ შორის ახალი, ერთიანი ელექტრონული პორტალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ავტორიზებული გვერდით და თავად მართოს საკუთარი მონაცემები.


აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს წარმოეშვათ სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულება, რომელიც 2024 წლამდე უნდა შეასრულონ და ამ საკითხს შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. შეხვედრაზე ასევე, განხილულ იყო კანონით გათვალისწინებული სიახლეები, მათ შორის კაპიტალის მოთხოვნა, კაპიტალის ვალუტა, მისი შემცირება და გაზრდა, კომპანიის საფირმო სახელწოდებასთან, ბიზნესის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული და სხვა პრაქტიკული საკითხები.



შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გრძელდება შეხვედრები „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებით. მოხარულნი ვართ, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა თავად არის ჩართული პროცესში, ვინაიდან ზემოხსენებული კანონი ბიზნეს ოპერატორებისთვის საკვანძო საკითხებს არეგულირებს და ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება, რადგან ბიზნესის და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია ჩვენის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარებისთვის" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


(R)



თეგები:
BAG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up