ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური მისიები არიან განთავსებული, ორი რაკეტა ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან 100 მეტრის მანძილზე დაეცა.თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ორი კატიუშას ტიპის რაკეტა მწვანე ზონაში ჩამოვარდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია,“- განაცხადა ერთ-ერთმა ერაყელმა სამხედრომ.
თვითმხილველების ინფორმაციით, რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ ბაღდადში სირენების ხმა გაისმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, ირანმა ერაყში განლაგებულ აშშ სამხედრო ძალებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
ipn.ge