ბაგებში, „მეტრა პარკის“ სამშენებლო მოედანზე მეწყერი ჩამოწვა – ახალი კომპლექსი ვეღარ აშენდება

ბაგებში, „მეტრა პარკის“ სამშენებლო მოედანზე მეწყერი ჩამოწვა – ახალი კომპლექსი ვეღარ აშენდება

access_time2021-07-06 19:00:56

5 ივლისის საღამოს, ბაგებში, „მეტრა პარკის“ არსებული საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ, ამავე კომპანიის ახალი მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისას, კერძოდ, მთის ბორცვის მოხსნისას მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა მიწის ქვეშ მოიყოლა კომპანიის ქვეკონტრაქტორის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა, გაარღვია არსებული კომპლექსისგან გამყოფი დამცავი თუნუქის შემოღობვა და სამანქანე და საფეხმავლო შიდა გზის ნაწილიც გარკვეულწილად დაფარა. საბედნიეროდ, შემთხვევისას არავინ დაზიანებულა.

 

მთის სოლიდური ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია „მეტრა პარკის“ მეზობლად მდებარე მიწის 4 მესაკუთრის დაზარალება. მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები უბრალოდ აღარ არსებობს – მეწყერმა ჩაიტანა. დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ საქმის წარმოებას გეგმავენ.

 

როგორც „მეტრა პარკის“ არსებული კომპლექსის მობინადრეები აცხადებენ, გუშინვე შემთხვევის ადგილზე იყვნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, წარმომადგენლები. ადგილზე მოვიდა ასევე სამაშველო სამსახურიც.

 

მათივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ჩამოშლილია 40 000 კუბურ მეტრზე მეტი მიწა. მოხდარი შეფასდა, როგორც მასშტაბური ნგრევა. დაიგეგმა პირველადი სამუშაოები, რამაც მოსახლეობის შემდგომი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

 

 


 

მობინადრეები აცხადებენ, რომ რაც მოხდა, ეს მოსალოდნელი იყო, რამდენადაც „მეტრა დეველოპმენტი“ ახალი მრავალსართულიანი კომპლექსის აგებას გეგმავდა რეალურად შეუსწავლელი გეოლოგიის ფონზე და მეწყრული თვალსაზრისით სახიფათო ადგილზე.

 

სამშენებლო მოედანზე მეწყრული პროცესი პირველად არ განითარებულა. სამი თვის წინ, 2021 წლის აპრილში, ჩამოიშალა მთის მცირე მონაკვეთი. მოსახლეობა, ცალკე კომპანიას და ცალკე მერიის შესაბამის სამსახურებს, აფრთხილებდა, რომ ბზარები დღითი დღე იზრდებოდა და საშიშროება მატულობდა, თუმცა, საგნობრივი რეაგირება არც ერთი მხრიდან არ ყოფილა.

 

მოსალოდნელი საშიშროების შესახებ მეტრა პარკის არსებული კომპლექსის მოსახლეობას წინა წლებში არაერთი წერილი აქვს მიწერილი მერიისთვის, სადაც ითხოვდნენ კომპანიაზე მ მშენებლობის ნებართვის არ გაცემას. გაცემის შემდგომ, მის შეჩერებას. სასამართლო დავები, აღნიშნულ საკითხზე, დღესაც მიმდინარეობს.

 

კომპანიის წარმომადგენლები გუშინდელი შემთხვევის შემდეგ ადგილზე არ გამოჩენილან. დღეს კომპანიის საიტზე მითითებულ არც ადმინისტრაციისა და არც გაყიდვების ოფისის სატელეფონო ნომრებზე არავინ პაუხობდა.

 

ბოლო მონაცემებით, „მეტრა დეველოპმენტის“ დამფუძნებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ორი ფიზიკური პირია.

 

წყარო: bfm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up