ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის ცენტრალურმა ბანკმა საფინანსო დაწესებულებებს რუსეთის მოქალაქეების მომსახურება აუკრძალა და დაბლოკა რუსული კომპანიების უკვე არსებული ოფშორული ანგარიშები.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
ბაჰამის კუნძულები ოფშორულ ზონებს შორის ყველაზე მიმზიდველი იყო რუსული კომპანიებისთვის. აქ გახსნილი ოფშორული ანგარიშები არც დაბეგვრას და არც ყოველწლიურ ანგარიშგებას ექვემდებარებიან.