აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს მოუწოდა, რომ კონგრესში მიიღონ ზომები, რომელიც ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას დააკისრებს - ამის შესახებ აშშ- ის პრეზიდენტმა The Wall Street Journal-ის სვეტში ისაუბრა.
„ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურია, მე ვამაყობ იმით, რასაც მან მიაღწია, ასევე ვამაყობ იმ ნიჭიერი და ერთგული ადამიანებით, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ყოველდღიურად მუშაობენ, თუმცა როგორც ბევრ ამერიკელს, მეც მაწუხებს ის ფაქტი, თუ როგორ აგროვებს, აზიარებს და იყენებს ინდუსტრია ჩვენ პერსონალურ მონაცემებს და ჩვენ ქვეყანაში ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას აღრმავებს, არღვევს ჩვენი ეკონომიკას და ქალთა და უმცირესობათა უფლებებს და ჩვენ შვილებს რისკის ქვეშ აყენებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა