ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საფინანსო საკითხებში მოადგილემ მაიკლ მაკკორდმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს.