ბაიდენის ადმინისტრაციამ ალასკის LNG პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმახიას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაამტკიცა Alaska Gasline Development Corp-ის (AGDC) პროექტი გაზის ექსპორტზე იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.
დაახლოებით 39 მილიარდი დოლარის პროექტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ის 2030 წლისთვის ამოქმედდება, თუ ყველა საჭირო ნებართვას მიიღებს. თხევადი გაზი ძირითადად აზიის ქვეყნებში იქნება ექსპორტირებული.
პროექტს, რომლის ექსპორტი პირველად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, გარემოსდაცვითი ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაატარა პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა და დაასკვნა, რომ მას აქვს ეკონომიკური და საერთაშორისო უსაფრთხოების სარგებელი.
ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაამტკიცოს აშშ-ის LNG-ის მეტი ექსპორტი, რადგან კონკურენციას უწევს რუსეთს, ტრადიციულად, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ ექსპორტიორს. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ზეწოლის ქვეშაა. ამ ფონზე შეერთებულმა შტატებმა გაზარდა LNG-ის ექსპორტი ევროპაში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეწყვიტა გაზის მიწოდება კონტინენტისთვის.
europetime.eu