ჯო ბაიდენს მილიარდერების დამატებით დაბეგვრა სურს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ცვლილებების შედეგად ფედერალურ ბიუჯეტში წლიურად დამატებით $36 მლრდ-ის მობილიზებას შეძლებენ, თუმცა ინიციატივას დემოკრატთა ნაწილიც ეწინააღმდეგება, რაც მის სენატში დამტკიცებას საეჭვოს ხდის. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ბაიდენის ჩანაფიქრით საგადასახადო წნეხი იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომელთა ქონებაც $100 მლნ-ს აღემატება. კანონპროექტი მათი არარეალიზებული აქტივების დაბეგვრას ითვალისწინებს. პრეზიდენტს განზრახვა ეკონომისტებმაც დაუწუნეს მათი შეფასებით დროა თეთრი სახლი უფრო ყოვლისმომცველ საგადასახადო რეფორმაზე დაფიქრდეს. რესპუბლიკელები ამჯერადაც საპირისპიროს - საგადასახადო ტვირთის შემცირებას ითხოვენ.
შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში ნოემბერშია დაგეგმილი, ამჟამად მცირე უპირატესობას დემოკრატები ფლობენ, ბოლო არჩევნებზე წარმომადგენლობით პალატაში მათ 222 დეპუტატის გაყვანა შეძლეს, რესპუბლიკელებმა კი 213-ის. დღეს ადგილები 221:209-ზე ნაწილდება. დემოკრატები სენატში უმცირესობაში არიან და 48 წევრი ჰყავთ, მაგრამ დამოუკიდებლად უმრავლესობას ვერც რესპუბლიკელები აგროვებენ, მათი რიგებიდან სენატორის სავარძელს 50 წევრი იკავებს.