ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“, აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და საზოგადოებას განახლებულ შეფუთვას სთავაზობს, რომელიც ნაკლებ პლასტიკს შეიცავს. ამიერიდან, „ბაკურიანის“ 0.33, 0.5, 3 და 6 ლიტრიან შეფუთვაში, გამოყენებული პლასტიკის წონა საშუალოდ 10%-ით მცირდება.
ამ სიახლით, ჯანსაღი და ინოვაციური ბრენდი, საზოგადოებას ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებს და გარემოზე ზრუნვის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს.
ირინა კეიდია, კომპანია IDS ბორჯომის მარკეტინგის სამსახურის უფროსი:
„ახალი, CSR კამპანიით „ბაკურიანი“, კვლავ პოზიციონირებს, როგორც მზრუნველი ბრენდი. ჩვენი კომპანია აგრძელებს გარემოზე ზრუნვას და შემცირებული პლასტიკის გზით ცდილობს მომხმარებლებთან ერთად გახდეს კიდევ უფრო ეკო მეგობრული. შეფუთვაში 10%-ით ნაკლები პლასტიკის გამოყენება, ბრენდს და მის მომხმარებელს გარემოზე ზრუნვის იდეის ირგვლივ აერთიანებს, რაც ყველას პასუხისმგებლობაა. თითოეული მომხმარებელი „ბაკურიანის“ შეძენით ყიდულობს იმ პროდუქტს, რომელიც ნაკლებ პლასტიკს შეიცავს. ნაკლები პლასტიკი კი გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ნიშნავს.“