“ ბაკურიანი სრულად შეესაბამება მოთხოვნებს, რაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია, მზად არის” - ლევან დავითაშვილი

“ ბაკურიანი სრულად შეესაბამება მოთხოვნებს, რაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია, მზად არის” - ლევან დავითაშვილი

access_time2023-02-11 16:05:49

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის.


მისივე თქმით, ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას აქვს.



„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის სამომავლო, ზოგადად, ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, სამთო და სათხილამურო მიმართულებით, რადგან ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩემპიონატისთვის გაკეთდა, არ არის მხოლოდ მიმდინარე წლისთვის, ან მხოლოდ ამ ჩემპიონატისთვის საჭირო. ეს წლების განმავლობაში მოემსახურება კურორტს და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის. ბაკურიანს ყოველთვის ჰქონდა, სპორტულ დანიშნულება. ისტორიულად ბაკურიანში ფაქტობრივად, ზამთრის ყველა სპორტი იყო წარმოდგენილი. ჩვენ ნელ-ნელა იმავე ინფრასტრუქტურის განახლებას და აღდგენას ვახორციელებთ, მათ შორის, ამჯერად, ჩვენ სამთო-სათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით. ჯამში, 270 მლნ ლარი დაიხარჯა, სამი ახალი საბაგირო გზა გაკეთდა და ექვსი ახალი ტრასა მოეწყო. ასევე ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, უპრეცედენტოდ გრძელი, 30 კილომეტრზე მეტი ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული. დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია. ეს არ არის ჩვენი შეფასება მხოლოდ, ეს არის ობიექტური შეფასება იგივე საერთაშორისო ექსპერტების, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბაკურიანი დღეს მზად არის არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს, არამედ ჩვენ რეგულარული კალენდრის ნაწილი ვიყოთ. 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს და შემდეგ წლებშიც, ჩვენ გვექნება საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ზოგადად, ბაკურიანის ცნობადობა გაიზრდება საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი დამსვენებელი ჰყავდეს კურორტს. ეს ყველაფერი ემსახურება შემდგომში ადგილობრივ და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up