ბაკურიანს ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები ეწვივნენ

ბაკურიანს ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები ეწვივნენ

access_time2021-11-12 11:55:40

საქართველომ 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი  ქვეყანაა. 2023 წლამდე კი ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. 2022 წელს ბაკურიანში გაიმართება ევროპისა და  მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში : სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში.

საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით  ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ი და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები OnCourse და Schneestern-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ინსპექციაზე საორგანიზაციო მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიც არის: ინფრასტრუქტურა, შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების ორგანიზება და სხვა საკვანძო საკითხები.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ასაშენებელი გვაქვს წყლის ხელოვნური რეზერვუარები. ვფიქრობ , რომ 2023 წელს საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს“ -განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ჩატარებული სამიშაოები დადებითად შეაფასეს. დაგვრჩა ერთი სატესტო შეჯიბრი 2023 წლამდე, რომელიც უმნიშვნელოვანესია შემდეგ ნაბიჯზე გვეწყება სემინარები, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში“- განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ .


„მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“ -განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორმა - რობერტო მორესიმ.

საქართველომ  2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

 



თეგები:
ბაკურიანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up