ბაკურიანში გათოვლიანების სისტემამ მაღალი დონის სპორტსმენებისგან საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო - გიორგი სალუქვაძე

ბაკურიანში გათოვლიანების სისტემამ მაღალი დონის სპორტსმენებისგან საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო - გიორგი სალუქვაძე

access_time2023-01-10 23:55:01


„ბაკურიანი გუდაურისგან განსხვავებით წესრიგშია, რადგან კურორტი ჩემპიონატისთვის ემზადება და იქ გათოვლიანების სხვა სისტემები დგას“,  -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა და საქართველოს მთის კურორტების ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი სალუქვაძემ ისაუბრა. მისი თქმით გათოვლიანების აღნიშნული სისტემები შარშანაც გაიტესტა და მაღალი დონის სპორტსმენებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. 


„იმ სპორტსმენებისგან რომელებიც პეკინს ოლიმპიადიდან შარშან ბაკურიანში ჩამოვიდნენ, გათოვლიანებამ და თოვის ხარისხმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, ტბა გუდაურშიც არის, თუმცა გუდაურში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ბევრი ბიუროკრატიაა, ხოლო ბაკურიანში ეს საკითხი უფრო მოწესრიგებულია, რადგან ამხელა ჩემპიონატს მხოლოდ თოვლის იმედად ვერ უმასპინძლებენ. 




ის რაც ბაკურიანში ხდება ძალიან კარგია იმისთვის, რომ ბაკურიანმა როგორც სათხილამურო  კურორტმა მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს, მაგრამ მაღალი დონის მოთხილამურე ბაკურიანში არ ჩამოვა, რადგან ბაკურიანს არ აქვს ის სიმაღლეები რაც გუდაურს,, ამიტომ ყველა უნდა დაირაზმოს იმისთვის, რომ ამუშავდეს კანადური კომპანიის მიერ შემუშავებული გენგეგმა, რომელიც წლებია მიტოვებულია და სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ყველა ის მიწები, რომელზეც საბაგირომ უნდა გაიაროს და აღმოჩნდა, რომ გაყიდული და გასხვისებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში გუდაურის  ადგილზე სამომავლოდ მივიღებთ უდაბნოს“, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up