ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებას 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის წარმომადგენელი გაეცნო

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებას 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის წარმომადგენელი გაეცნო

access_time2023-02-22 16:30:53


ბაკურიანში  ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, კომპანია „დოპელმაიერის" ორგანიზებითა და მთის ტრასების სააგენტოს ჩართულობით,   საქართველოს  7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის 40-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, მენეჯერები  და მფლობელები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანია,  სტუმრები გაეცნონ და გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც საქართველომ  ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

 

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს ბაკურიანის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ახალი საბაგიროები და ხელოვნური ტბის რეზერვუარები. „მათი მხრიდან საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ. უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა სტუმარმა გაოცება ვერ დამალა, როგორ შევძელით ასეთ მოკლე ვადებში ბაკურიანში მაღალი დონის ინფრასტრუქტურის მოწყობა და ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა", - აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.

 


ყაზახეთის კურორტ „შიმბულაკის" დირექტორის რინატ აბრაკხმანოვის განცხადებით, ის ბაკურიანს 2021 წელს სტუმრობდა, თუმცა ამ მცირე პერიოდში ბაკურიანში ჩასულს კურორტზე უამრავი სიახლე დახვდა. „აქ უკვე მეორედ ვარ და გაოცებული ვარ იმით, თუ როგორ არის მომზადებული ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. პირველად აქ 2021-ში ჩამოვედით და არაფერი იყო, ამჯერად კი კარგად ვხედავთ, ყველაფერი როგორი ორგანიზებული და კეთილმოწყობილია. იმედი მაქვს, ყველა ქვეყანა ისიამოვნებს ამ მსოფლიო ჩემპიონატით", - აღნიშნა რინატ აბრაკხმანოვმა.

 

ბაკურიანში წლის მთავარი სპორტული მოვლენა 5 მარტამდე გაგრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. 

 

დღეს დიდველის მთაზე სნოუბორდის შერეული ნაკრების პარალელური სლალომის ფინალი მიმდინარეობს, რომელშიც 13 ქვეყნის 34 სპორტსმენი მონაწილეობს, კოხტის მთაზე კი კვალიფიკაციაა არეალსის დისციპლინაში (7 ქვეყნის 34 სპორტსმენი) ოფიციალური ვარჯიში მიმდინარეობს სქი კროსის სახეობაში (14 ქვეყნის 64 სპორტსმენი, მათ შორის: დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი) და სლოუფსთაილის ფრისკიში (21 ქვეყნის 71 სპორტსმენი მათ შორის: ლუკა ჩოფიკაშვილი, ბუთა ელოშვილი) და სავარჯიშოდ გამოვიდა 14 ქვეყნის 71 სპორტსმენი მოგულის სახეობაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up