ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ევროპის თასის დასკვნითი ეტაპი პარალელურ გიგანტურ სლალომში გაიმართა.
დღევანდელ შეჯიბრში 12 ქვეყნის 54 სპორტსმენი მონაწილეობდა. აქედან, 26 ბიჭი 28 გოგო.
დღევანდელი შეჯიბრის გამარჯვებულები შემდეგნაირად გამოიყურებიან: გოგოები: პატრიცია კუმერი შვეიცარია- მესამე ადგილი;
ჯენი ლადინა შვეიცარია - მეორე ადგილი;
საფინ შოფმანი ავსტრია- პიველი ადგილი.
მამაკაცებიდან, არვინ ონერი ავსტრია -მესამე ადგილის მფლობელი გახდა; დარიო კავიაზალი შვეიცარია- მეორე ადგილი; შტეფან ბაუმეისტერი გერმანია - პირველი ადგილი.
3-6 მარტს, ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს სლოუფსთაილის სახეობაში.
როგორც "ემემთიში" განმარტავენ, აღნიშნული შეჯიბრებები ჩვენი ქვეყნისთვის სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება.
მათივე განცხადებით, მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა, აშენდა საშეჯიბრო ტრასა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“.