“თოვლმა და ტემპერატურამ საშუალება მოგვცა, გვეწარმოებინა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები,
ბაკურიანში სასრიაaლო სეზონის გასახსნელად.” - ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
“ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ შაბათს, 15 იანვარს, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტის სათხილამურო არეალებში. “ - წერია გავრცელებულ განცხადებაში