ბაკურიანში უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები და დღეს კურორტზე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების სათხილამურო ინფრასტრუქტურა - მარიამ ქვრივიშვილი

ბაკურიანში უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები და დღეს კურორტზე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების სათხილამურო ინფრასტრუქტურა - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2022-12-22 15:38:07

ბაკურიანში თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.



მისივე თქმით, მთავრობის მიერ ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანში ზამთრის სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს.




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა სექტორის წარმომადგენლებისთვის და მედიისთვის დღეს შეხვედრა გამართა და ბაკურიანში ჩემპიონატის საორგანიზაციო და უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე მოსამზადებელი საკითხების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 265 მლნ ლარის ინვესტიცია.



„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო ღონისძიების მასპინძლობისთვის. და დღეს ბაკურიანს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონი გავახანგრძლივოთ, შედეგად ბაკურიანში მივიღოთ მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური, კურორტზე გავზარდოთ ვიზიტორთა გამტარუნარიანობა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.



ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში - იქნება ეს განთავსების, კვების ობიექტი თუ სხვა. მისი განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩამოვლენ ყველაზე რეიტინგული, საერთაშორისო სპორტული მედიასაშუალებები. „ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება სპორტული მედიის ეპიცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბაკურიანის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის კუთხით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია".





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up