ბაკურიანშიც და გუდაურშიც Inn group-ის სასტუმროები 100%-იანი დატვირთვით მუშაობს

ბაკურიანშიც და გუდაურშიც Inn group-ის სასტუმროები 100%-იანი დატვირთვით მუშაობს

access_time2022-01-12 12:00:34

გასული ზამთრის თითქმის ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ 2021–2022 წლების სეზონზე მთის კურორტებზე მაღალი აქტივობა შეინიშნება. „კომერსანტს“ „ინნ ჯგუფის“ PR-ისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ უთხრა, რომ როგორც “ბაკურიანი ინნ“ , ასევე “გუდაური ინნ“ სეზონზე სრული დატვირთვით მუშაობს. მან ასევე აღნიშნა, რომ “გუდაური ინნ“-ის დამსვენებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან, ხოლო “ბაკურიანი ინნ“-ს უმეტესად ადგილობრივები სტუმრობენ.

 


„ბაკურიანი ინნ“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, ხოლო „გუდაური ინნ“ 4-ვარსკვლავიანი, ორივეში იმდენად მაღალია აქტივობა, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ადგილები არ გვაქვს, “გუდაური ინნ“ მაქსიმალურად ტურისტებზეა გათვლილი, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვიცოდით, რომ ეს პერიოდი იქნებოდა აბსოლუტურად შევსებული, რადგან საკმაოდ დიდი ჯგუფები იყო. გუდაურის სასტუმროში ძირითადად შემოდიან სლავები, პოლონელები, უკრაინელები და არაბები. რაც შეეხება „ბაკურიანი ინნ“-ს, ეს ქართველებზეა გათვლილი და აქაც დიდი აქტივობა გვაქვს, 4 იანვრიდან 12 იანვრამდე ფაქტობრივად ყოველ დღე 100% იანი აქტივობა იყო“, - აღნიშნა ლანა ბლიაძემ.

 


მისივე თქმით, „ინნ ჯგუფის“ არც ერთ სასტუმროში ვირუსის გავრცელება ამ სეზონზე არ დაფიქსირებულა, რაც გამკაცრებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის დამსახურებაა.


 


„საბედნიეროდ, კორონავირუსის გავრცელების ფაქტი ჩვენ სასტუმროში არ დაფიქსირებულა, ამას მივაწერ იმას, რომ წესებს მაქსიმალურად ვიცავთ, ძალიან მკაცრად კონტროლდება დერეფანში პირბადის ტარება. ჩვენთან კვება შვედური სუფრის პრინციპით არის და კვების დროს ყველა სტუმარს ერთჯერადი ხელთათმანების ტარებას ვთხოვთ, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რომელიმე ადამიანის ხელის მოკიდებულზე მოუწიოს სხვას ხელის მოკიდება, რაც ინფექციის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ამცირებს.


რეგულაციების მიხედვით მოიხსნა, თუმცა საკმაოდ დიდ ხანს გვქონდა რეგულაცია აუზზე, რომლის თანახმად 15 კაცზე მეტს არ ვუშვებდით. შესაბამისად, გვიწევდა, რომ თითოეულ მომხმარებელს დღეში მხოლოდ ერთ საათი გაეტარებინა აუზზე, რომ მთელ სასტუმროს მოესწრო აუზით სარგებლობა. მართალია ამან მომხმარებლის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, თუმცა შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ სასტუმროებში ვირუსი არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა ლანა ბლიაძემ.

 


ლანა ბლიაძემ „კომერსანტთან“ კომპანიის საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დასაწყისში “ინნ ჯგუფი“ ცდილობდა, ფასები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო და მეტ ქართველს შესძლებოდა მთაში დასვენება.



„როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენი საფასო პოლიტიკა იყო ასეთი ყველას უნდა შესძლებოდა, რომ მთაში წასულიყო, დავაწესეთ უპრეცედენტოდ ხელმისაწვდომი ფასები, გვინდოდა რომ ყველა წასულიყო თბილისიდან, რადგან თბილისი იყო ეპიცენტრი და ჩვენი მხრიდან ეს იყო ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად დაბალი ფასი დაგვეწესებინა და “ბაკურიანი ინნ“ და „გუდაური ინნ“ ყოფილიყო ყველასთვის და არა 5 - 6 კაცისთვის. ახლა უკვე 2022 წელს ბაზარმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი დაგვეწესებინა, მაგრამ ვერ გეტყვით რომ ამის გამო აქტივობამ დაიწია“, - აღნიშნა ლანა ბლიაძემ.


 

ამ ეტაპზე „ინნ ჯგუფის“ სასტუმროებში სამჯერადი კვებით სტანდარტული ნომრის ფასი უკანა ხედით 435 ლარს შეადგენს, ხოლო წინა ხედით 465 ლარს.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up