ბალანსი, დავალიანება, კრედიტი - სილქნეტი მარტივ გზებს გვთავაზობს!

ბალანსი, დავალიანება, კრედიტი - სილქნეტი მარტივ გზებს გვთავაზობს!

access_time2021-08-10 11:05:36

სატელეკომუნიკაციო სერვისით უწყვეტად სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია პირადი  ანგარიშისა და ბალანსი კონტროლი. სილქნეტის  ნებისმიერ მომსახურებაზე ანგარიშსწორება საკომისიოს გარეშე ხდება. მომხმარებელი თავად ირჩევს გადახდის მოსახერხებელ ფორმას - ონლაინ, კომპანიის ცენტრებში ან ნებისმიერ კომერციულ ბანკში.


დავალიანების გაგება შესაძლებელია რამდენიმე გზით:


მომსახურების პორტალი my silknet - ინტერნეტ ბანკის ანალოგია. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, პორტალის გამოყენებით, შეუძლია მართოს სილქნეტის ქსელში ჩართული სერვისი: შეამოწმოს ბალანსი, საკუთარ ან სხვის ანგარიშზეგადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი, შეცვალოს პაკეტი, დაიმატოს თემატური პაკეტები ან სხვა შეთავაზებები. წვდომა ვებ გვერდზე 24 საათიანია და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ზემოთჩამოთვლილი ოპერაციების შესრულება.


SilkTV მენიუს კატეგორიაში „ჩემი SilkTV“ სრულ ინფორმაციას „ჩემი ინფო“ გვაწვდის: ანგარიშის ნომერს, გააქტიურებულ პაკეტებს, მოწყობილობის მონაცემებს და რა თქმა უნდა დაგროვილ დავალიანებას.


sms ნომერზე 90003 აბონენტი შეძლებს ანგარიშის ნომრის გაგზავნას სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული  საკონტაქტო ნომრიდან და დავალიანებაზე ინფორმაციის მიღებას.

 


როგორ შევაჩეროთ დროებით სილნეტის მომსახურება:


ახლა ზაფხულია და თუ ქალაქიდან გიწევთ ხანგრძლივად გასვლა, ან არ ცხოვრობთ იმ მისამართზე, მაგრამ სერვისი მაინც მოგეწოდებათ, შეგიძლიათ დროებით შეაჩეროთ სილქნეტის ნებისმიერი მომსახურება. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ გადასახადს. ანგარიშზე, სააბონენტო ტარიფის ნაცვლად, დაგერიცხებათ მხოლოდ სერვისის შენარჩუნების საფასური: ინტერნეტი/ტელევიზია - თვეში 5ლ; სატელეფონო მომსახურებაზე -თვეში 1,5ლ.


დროებით შეჩერების მაქსიმალური პერიოდი  თერთმეტი თვეა.   ცხელი ხაზის 2100100 მეშვეობით, ან სერვის ცენტრში მოთხოვნის დაფიქსირებით, აბონენტი შეძლებს შეაჩეროს მომსახურება. იმ მომენტისთვის მომხმარებელს არ უნდა ერიცხებოდეს დავალიანება.


დროებით შეჩერებული სერვისის გააქტიურებას  ნებისმიერ დროს შეძლებთ.


როგორ აღვადგინოთ ინტერნეტ სერვისი 10 დღით  3 ლარად?!


ინტერნეტზე წვდომა დავალიანების გამო არ შეგეზღუდებათ, თუ სილქნეტის „კრედიტს“ გაიქტიურებთ. როცა ვერ ახერხებთ სააბონენტოს სრულად დაფარვას, 3 ლარად გათიშული სერვისი 10 დღით ჩაგერთვებათ. 

  • მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ცხელ ხაზს და იდენტიფიცირების შემდგომ ჩაირთოს კრედიტით მომსახურება.
  • აბონენტს ასევე შეუძლია  სილქნეტის ბაზაში დაფიქსირებული  საკონტაქტო ნომრიდან გააგზავნოს ანგარიშის ნომერი  მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ნომერზე 90001 და მიიღოს შემდგომი მოქმედების ინსტრუქცია.  
  • მომხმარებელი მომსახურების აღდგენას ასევე შეძლებს  სერვის ცენტრში „კრედიტზე“ განაცხადის შევსებით.


ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლია სილქნეტის აბონენტს. საჭიროა დეპოზიდზე იქონიოს შესაბამისი თანხა. 

 (R)


თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up