მოდის სახლმა Balenciaga-მ საჩუქრების ხაზი შექმნა და ახალი კამპანიის პირველი სარეკლამო ფოტოებიც გამოჩნდა. საჩუქრებს შორისაა სათამაშოები, აქსესუარები, ჭურჭელი, მაგიდის გადასაფარებლები, ბალიშები და სხვა ნივთები.
Balenciaga-ს ე.წ. Gift Shop-ში ჩაის ორკაციანი ნაკრები 1260$ ღირს, ღვინის ჭიქა - 490$, სამგზავრო ჭიქა - 295$, თეფშების ნაკრები - 1200$, სამგზავრო მეტალის ჭურჭელი თავისი კონტეინერით - 790$, საპნის ყუთი - 230$, ბალიში - 1450$, გასაღების საკიდი - 590$, წებოვანი ლენტი - 295$, ძაღლის ყელსაბამი - 890 $, ძაღლის საწოლი - 1450 $.
სარეკლამო პოსტერებზე Balenciaga-ს ახალ სასაჩუქრე ნივთებთან ერთად ბავშვები პოზირებენ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა