Balenciaga სარეკლამო კომპანია North Six-ს უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად მინიმუმ $25 მილიონს ითხოვს.
ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში მოდის სახლი ამტკიცებს, რომ კომპანიამ და გადასაღები მოედნის დიზაინერმა ნიკოლას დე ჟარდინსმა სარეკლამო კამპანიაში ნებართვის გარეშე გამოიყენეს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დოკუმენტების ამსახველი ფოტოები.
საუბარია კადრზე, სადაც ჩანთა დოკუმენტებით მოფენილი მაგიდის თავზე დევს. ერთ-ერთი დოკუმენტი ასახავს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასამართლო დავის გადაწყვეტილებას.
„საზოგადოებამ და მედიამ არასწორად და საშინლად დააკავშირეს Balenciaga ამაზრზენ და ღრმად შემაშფოთებელ თემასთან“, - ნათქვამია მოდის სახლის სასამართლო დოკუმენტებში.
მოდის სახლმა კომპანია North Six და დეკორატორი ნიკოლას დე ჟარდინსი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის რეკლამის გადასაღებად დაიქირავა.
indipendent.com