ფინეთი და შვედეთი იზიარებენ იმავე ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს ნატო-ს მოკავშირეებს და იზიარებენ ჩვენს ერთგულებას იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, მხარს უჭერენ ფინეთისა და შვედეთის "ისტორიულ გადაწყვეტილებებს" ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატოს, როგორც თავდაცვითი ალიანსის როლი, რომელიც ისწრაფვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. მოუთმენლად ველით ალიანსის ფარგლებში ფინეთთან და შვედეთთან ერთად მუშაობას ამ მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, არტურს კრიშიანის კარინშსმა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ.