ბალტიის ქვეყნების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი საქართველოშია

ბალტიის ქვეყნების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტროენერგია ყველაზე ძვირი საქართველოშია

access_time2021-12-09 16:00:20

ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში იზრდება, იზრდება ფასებიც. როგორც წესი, ტარიფები განვითარებად ქვეყანაში განვითარებულთან შედარებით დაბალია, თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისიც.  Cable.co.uk-ის მონაცემებით, 1 კვტ/სთ-ზე გასაშუალებული 8.8 ცენტიანი ტარიფით საქართველო 61-ე ადგილს იკავებს, ბალტიის ქვეყნების შემდეგ ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოებიდან ელექტროენერგია ყველაზე ძვირი საქართველოშია.

 


ნავთობით მდიდარ ლიბიაში 1 კვტ/სთ სულ რაღაც 0.7 ცენტი ღირს, საქართველოსთან შედარებით 12.5-ჯერ ნაკლები. ლიბიის გარდა 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 1 ცენტზე ნაკლები სხვაგან არსად ღირს. ანგოლაში ფასი 1.3 ცენტია, სუდანში 1.4 ცენტი.

 


ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ელექტროენერგია ყველაზე იაფი ყირგიზეთშია და კილოვატი 1.7 ცენტი ღირს, ტაჯიკეთში 2.3 ცენტი, უზბეკეთში 2.7 ცენტი.

 


უხვი წიაღისეულის წყალობით ელექტროენერგია საკმაოდ იაფია ქუვეითსა და ყატარში. ამ ქვეყნებში 1 კვტ/სთ შესაბამისად 3.3 და 3.6 ცენტი ღირს. უმდიდრესი ქვეყნებისთვის ასეთი დაბალი ფასი გამონაკლისს წარმოადგენს.

 



ყაზახეთში ელექტროენერგიის საფასური კილოვატზე 3.9 ცენტია, რუსეთში 5 ცენტი, აზერბაიჯანში 5.1 ცენტი, უკრაინაში 5.7 ცენტი, ბელარუსში 6.9 ცენტი, სომხეთში 7.2 ცენტი, მოლდოვაში 8.5 ცენტი, საქართველოში 8.8 ცენტი, ესტონეთში 12.5 ცენტი, ლატვიაში 15.4 ცენტი და ლიეტუვაში 17.3 ცენტი. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ელექტროენერგია ყველაზე ძვირი ლიეტუვაშია.

 


რაც შეეხება სხვა ქვეყნებს: ირანში ელექტროენერგიის საფასური 4.4 ცენტია, არგენტინაში 5.3 ცენტი, ავღანეთში 6.5 ცენტი, თურქეთში 7.1 ცენტი, ვიეტნამში 8.1 ცენტი, ჩინეთში 8.4 ცენტი, ინდოეთში 9.2 ცენტი, ნორვეგიაში 9.3 ცენტი, აშშ-ში 10.9 ცენტი, ბულგარეთში 12.4 ცენტი, ისრაელში 13.6 ცენტი, ფინეთში 13.8 ცენტი, ისლანდიაში 15.6 ცენტი, საბერძნეთში 16.7 ცენტი, ავსტრალიაში 17.2 ცენტი, ავსტრიაში 19.6 ცენტი, იტალიაში 20.1 ცენტი, იაპონიაში 21.1 ცენტი, შვეიცარიაში 23.6 ცენტი, ბელგიაში 24.4 ცენტი, ბრიტანეთში 25.1 ცენტი, გერმანიაში 32.3 ცენტი, დანიაში 35 ცენტი.

 


ყატარისა და ქუვეითის მსგავსად გამონაკლისი ღარიბ ქვეყნებშიცაა. მალიში 1 კვტ/სთ 37.5 ცენტი ღირს, კუბაზე 38.6 ცენტი და სომალიში 41.2 ცენტი, ანუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად ღატაკ ქვეყანაში ტარიფი საქართველოსთან შედარებით 4.6-ჯერ მაღალია. კუნძულოვან ვანუატუზე საფასური 59 ცენტს აღწევს, სოლომონის კუნძულებზე 69 ცენტს.

 


საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს. მოქალაქეებისთვის 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 18 თეთრია, 101-300 კვტ/სთ-ზე 22 თეთრი, 301 კვტ/სთ-დან 26.5 თეთრი. თუ მომხმარებელმა 130 კვტ/სთ დახარჯა 130-ვე კვტ-სთვის 18 თეთრის იხდის და არა მხოლოდ 30 კვტ-სთვის, ანალოგიური სქემა მოქმედებს მაშინაც თუ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 30 დღეში 300 კვტ/სთ-ს გადააჭარბა. ბიზნესისთვის ძაბვის მიხედვით ფასები 27.4 თეთრიდან 32.9 თეთრამდე მერყეობს.

 


სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით ბოლოს 2021 წლის იანვრიდან გაიზარდა. ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო იურიდიული პირებისთვის. ელექტროენერგიასთან ერთად მიმდინარე წელს ასევე გაძვირდა ბუნებრივი გაზიც და წყალიც. მთავრობისა და სემეკის მცდელობა გაძვირება ძირითადად ბიზნესის ხარჯზე მომხდარიყო უშედეგო აღმოჩნდა. ბიზნესი გაძვირებულ ტარიფს გამოშვებული პროდუქციის ფასში ასახავს, რაც ბოლოს მაინც მოქალაქეების გადასახდელია. ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ხორბლის გაძვირებასთან ერთად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაძვირებაც გახდა, რამაც ჯერ პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა, შემდეგ საბოლოო ფასი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up