”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – მიხეილ ლომთაძე

”ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – მიხეილ ლომთაძე

access_time2021-12-28 13:55:00

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი გაზეთის ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. წლის ადამიანად (წლის ადამიანებად), გამოცემის მიერ მთავარ კრიტერიუმად განსაზღვრულია, რომ დასახელებულს უნდა ჰქონდეს შესრულებული განსაკუთრებული როლი საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში, გასული წლის მანძილზე მომხდარ და დაფიქსირებულ მოვლენებში. ხაზი ესმება, რომ ეს ზეგავლენა და ამა თუ იმ პიროვნების აღნიშნული როლი შესაძლოა იყოს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. გამოცემა არ ახდენს ამ ზეგავლენის შეფასებას. ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდია.

გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად დასახელდა ბიზნესმენი და მილიარდერი მიხეილ ლომთაძე, რომელმაც BLOOMBERG-ის მილიარდერების რეიტინგის ბოლო მონაცემებით, 6.21 მილიარდი დოლარით პირველად გადაუსწრო ბიძინა ივანიშვილს. ის ამ რეიტინგში 466-ე ადგილზეა. ბიძინა ივანიშვილი 6.02 მილიარდით 481-ე ადგილს იკავებს. მეორე ადგილი ფაქტობრივად ერთხმად მიეკუთვნა სასიქადულო ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს, რომელმაც წელს ქვეყანას ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო ჩემპიონობა და ახალი მსოფლიო რეკორდები მოუტანა. მესამე ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ჟურნალისტებმა და გამოცემის რესპოდენტებმა მას დაუფასეს გაბედული და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესის გადასარჩენად.

გამოკითხვის თითოეული მონაწილე ასახელებდა წლის სამ საუკეთესო პიროვნებას, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დადგინდა გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ათეული. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულებს უნდა დაესახელებინათ ადამიანები მათი ღვაწლის დადებითი ან უარყოფითი შეფასებისგან დამოუკიდებლად. მთავარი პირობა იყო მათი როლის მნიშვნელობა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ზემოქმედების ხარისხი.

ტრადიციულად გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში.

გაზეთ ”ბანკები და ფინანსების” სოციოლოგიურმა ჯგუფმა შეაჯამა გამოკითხვის შედეგები. საბოლოო სიაში პიროვნებები დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად. გთავაზობთ, აღნიშნული გამოკითხვის შედეგებს. თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირველი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო, მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარაუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართველების ან საქართველოს მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების.

1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად ,,ბანკები და ფინანსების” გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ:

  • ედუარდ შევარდნაძე

  • ნინო ანანიაშვილი

  • გიორგი კანდელაკი

  • ილია II (შვიდჯერ)

  • მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ)

  • ზურაბ ჟვანია

  • გიგა ბოკერია

  • ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ)

  • თბილისში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე მოხალისეები

  • ლაშა ტალახაძე

  • სალომე ზურაბიშვილი

  • ვაჟა გაფრინდაშვილი

  • გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ წლევანდელი გამოკითხვის ფავორიტების ათეულს.

გილოცავთ შობა–ახალწელიწადს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!


1. მიხეილ ლომთაძეჩეხოვის თოფისა არ იყოს, რომელიც ადრე თუ გვიან, კედელზე ჩამოკიდებული, უეჭველად გაისვრის, მიხეილ ლომთაძის 6 მილიარდიც ოდესმე უეჭველად იტყვის თავის სიტყვას საქართველოსთან მიმართებაში. მით უმეტეს, “ბლუმბერგის” თანახმად აწ უკვე ყველაზე მდიდარი ქართველი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ამერიკაში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო, რომელიც მაგისტრის ხარისხით დაასრულა. ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. მან წარმატებას ყაზახეთსა და რუსეთში საქმიანობით მიაღწია. ჯერჯერობით ბიზნესმენს საქართველოში არც ინვესტიცია განუხორციელებია და არც რომელიმე მიმართულებით აქ აქტიურობა დაუფიქსირებია. თუმცა, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი კაცი ადრე თუ გვიან უეჭველად დაბრუნდება მშობლიურ ორბიტაზე, ოღონდ არავინ იცის როდის და რა მიზნით…



#



2. ლაშა ტალახაძე – ქართველი დევგმირი ამ ქვეყნის უპირობო კუმირია. რა თქმა უნდა, საამაყოა რომ საჩხერელი გოლიათი პლანეტის უძლიერესი ადამიანია. ლაშა ქართველია სულით და ხორცით, განწყობით და ფიზიკურადაც კი. მართალია, მისი საზოგადოებრივი აქტივობა (მათ შორის, ბოლოდროინდელი – სათამაშო ბიზნესის დამცველის როლში) ქართველების ერთ ნაწილს არ მოეწონა, მაგრამ მოგეხსენებათ, რაც ხარს არ ეპატიება, რომაელებისა არ იყოს, ეპატიება იუპიტერს!





3. სალომე ზურაბიშვილი – ქალბატონი სალომე, ცხადია არც ხვაშაქ ცოქალია და არც კრავაი ჯაყელი, რომლებმაც მეფე თამარის და მისგან განდგომილი ყუთლუ არსლანის დასის წევრებს შორის სამშვიდობო შუამავლის მისია იკისრეს და წარმატებითაც დააგვირგვინეს, მაგრამ პრეზიდენტის ეს მცდელობა საყოველთაო პატივისცემას იმსახურებს. თავგამოდებულმა ოპოზოციონერებმაც კი შეარბილეს მის მიმართ ტონი. ძნელი სათქმელია რით დამთავრდება ეს ორომტრიალი, მაგრამ ინიციატივა მისასალმებელია, ისე როგორც პარიზში გაზრდილი ემიგრანტი პოლიტიკოსის ზოგი სხვა ნაბიჯიც. ბოლოს და ბოლოს, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და შევძლოთ თუნდაც უმძიმესი კონსენსუსის მიღწევა.






4. ლაშა ბექაური – ახალგაზრდამ აიხდინა ოლიმპიური ოცნება, მაგალითია საქართველოს მომავალი თაობისთვის, რომელთაგან ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას და ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს ეძალება. ხალისიანი, იმედიანი, გულითადი და მიზანსწრაფული – ყოველმხრივ სამაგალითო და მისაბაძია ჩვენი ახალგაზრდობისთვის.





5. ბიძინა კულუმბეგოვი – კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და შეურაცხყოფაც კი ხვდა წილად სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ანტივაქსერული მოძრაობის წევრებისგან, რომლებიც საქართველოშიც დიდი რაოდენობით არიან და საკმაოდ აქტიურებიც. ბიძინა კულუმბეგოვი უდაოდ კვალიფიციური ექიმია, უშურველად ემსახურება საზოგადოებას. ჩვენ კი, ქართველებმა კარგად ვიცით ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ რა ძნელია ღირსეული და კუთვნილი ადგილის დამკვიდრება არაქართული ჟღერადობის გვარით.





6. ბიძინა ივანიშვილი – ფორმალურად პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მის მიერ დაფუძნებული პარტიის მეშვეობით აკონტროლებს სიტუაციას. მისი ფაქტობრივი გავლენები არსებითია. სერიოზულ წნეხს ოპოზიციის მხრიდან, რაც მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, ივანიშვილმაც და მთავრობამაც გაუძლო. რაც შეეხება მის ქველმოქმედებას, ის მასშტაბურია და თანდათან ახალ თემებსაც მოიცავს. უდაოდ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა.




7. ნინო ლომჯარია – ორად გაყოფილი საზოგადოების ერთ ნაწილს ის არ მოწონს, უფრო მეტიც, ამ ნაწილისთვის ლომჯარია კატეგორიულად მიუღებელი ფიგურაა და შეიძლება ამ ხედვაში იყოს რაციონალური მარცვალი. მაგრამ რასაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი გულისხმობს, იმ ამოცანას ერთგულად, თანმიმდევრულად და საკმაოდ შედეგიანად ემსახურება. რა თქმა უნდა, მოქალაქეთა ნაწილი, სამართლიანად მიიჩნევს, რომ ის ყველას სახალხო დამცველი არ არის. მაგრამ რასაც აკეთებს და როგორც აკეთებს, უდაოდ დასაფასებელი და საჭიროა.



8. ნიკოლ ფაშინიანი – რეგიონის, სამხრეთ კავკასიის მომავალი 3+3 ფორმატის წარმატებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ფაშინიანი, როგორც სომხეთის ლიდერი. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ, რომ ფომრალური ძმობა-მეგობრობა სომხეთის პრემიერს რეალურ ახლო ურთიერთობებში გადაჰყავს. გავრცელებული, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, იგი უარყოფითად აფასებს ბაგრამიანის სახელობის შენაერთის და სომხების პოზიციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, რამაც ქართულ-სომხურ ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიაყენა. შესაძლოა, არანაკლები, ვიდრე სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომმა. სომხური ნაციონალიზმის სომხეთის ჭეშმარიტი ინტერესების სამსახურში ჩაყენებით რეგიონში დეესკალაციის შეუქცევადი პროცესი შეიძლება დაიწყოს, მით უფრო, თუ პრაგმატული ლიდერები – ალიევი და ერდოგანი კიდევ უფრო პრაგმატულ პოზიციას დაიჭერენ. ეს კი საქართველოს და რეგიონის მომავლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დაუსრულებელი ეთნოკონფლიქტების მოგვარება.



9. ზურა მახარაძე – უკიდურესი მემარჯვენე ხედვები ყველა ქვეყანაში, გარკვეულ სოციუმში, მეტ-ნაკლებად პოპულარულია. სადაც კონსოლიდირებული დემოკრატია არსებობს (გერმანია – „ალტერნატივა გერმანიისთვის“, საფრანგეთი – „ნაციონალური ფრონტი“) იქ მათ თავიანთი ნიშა უჭირავთ, რაც ქვეყნის მომავალს საფრთხეს არ უქმნის. იქ კი, სადაც მათ ციხეებში უშვებენ და აიგნორებენ (ეგვიპტე – „ძმები მუსლიმები“ და მუჰამედ ნურსი) პერმანენტული კონფლიქტები და პრობლემებია. ეს ახალგაზრდა კაცი, ამ უკიდურეს რადიკალიზმს ორგანიზაციულად და მსოფლმხედველობრივად სისტემურ ხასიათს აძლევს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს. ტელევიზიაც კი შექმნა – „ალტ-ინფო“ და პარტიაც დაარეგისტრირა – „კონსერვატიული მოძრაობა“. თუ პრორუსული პოზიციებისგან და ნარატივისგან დისტანცირდა, თუ ხუთი ივლისს დაფიქსირებულ ექსტრემიზმზე მან და მისმა თანამოაზრეებმა უარი თქვეს, ენერგიულმა ახალგაზრდა კაცმა და მისმა თანამოაზრეებმა შესაძლოა კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ეს კი ამ ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობას, მშვიდობას და ქვეყნის მომავალს ვფიქრობთ, წაადგება.



10. მიხეილ სააკაშვილი – უკრაინული მისია აშკარად ჩაუვარდა, მაგრამ უმალ აამოქმედა სარეზერვო ვარიანტი, საქართველოში შემოიჭრა და სიტუაციაც უკიდურესად დაძაბა. ფაქტია, რომ მისმა ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბოლო სამი თვის პოლიტიკური დღისწესრიგი ამ ქვეყანაში. მთავარი ამოცანა ვერ შეასრულა – ვერ შეძლო ხალხის დიდი ოდენობით ქუჩაში გამოყვანა, ვითარების დესტაბილიზება და იმგვარი წინაპირობების შექმნა, რომლებმაც 2003 წელს გამარჯვება მოუტანა. მაგრამ ელექტორატის მესამედი ჯერ კიდევ უჭერს მხარს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, დამძიმებული სოციალური ფონის პირობებში, 100- დან 200 ათასამდე აგრესიული მასის ორგანიზება, რაც მას უტოვებს შანსს გადადგას ნაბიჯი საკნიდან სასახლემდე. ამიტომ, ის გავლენიანი ათეულის ერთ-ერთი ფიგურანტია.

Bfm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up