2023 წლის იანვრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 310.6 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის მიხედვით, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 17.3 მლნ ლარით გაიზარდა.
2023 წლის იანვარის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 49.3 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წელს ეს მაჩვენებელი 23.2 მლნ ლარი იყო.
მიმოხილვის მიხედვით, იანვარში 5.3 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 42.2 მლნ ლარი იყო.