ქართული ბანკების მოგება ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება. სწორედ ეს დაასახელა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე ზრდის მიზეზად, მისი თქმით, „იმხელა მოგება აქვთ ბანკებს, უბრალოდ დაუშვებელია“.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1.62 მლრდ ლარი შეადგინა, ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადის რაოდენობა კი 245.6 მილიონს აღემატებოდა.
ეროვნული ბანკის დეტალური ანგრიშგებების მიხედვით, 14 კომერციული ბანკის მიერ 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით გადახდილი მოგების გადასახადი ასეთია:
საქართველოს ბანკი - 113 მლნ ლარი;
თიბისი ბანკი - 109.7 მლნ ლარი;
პროკრედიტ ბანკი - 5.3 მლნ ლარი;
ბაზის ბანკი - 4.5 მლნ ლარი;
ქართუ ბანკი - 3.6 მლნ ლარი;
კრედო ბანკი - 3.2 მლნ ლარი;
ლიბერთი ბანკი - 3.2 მლნ ლარი;
იშბანკი - 2.3 მლნ ლარი;
ხალიკ ბანკი - 924 ათასი ლარი.
ტერაბანკს, სილქ ბანკს, პაშა ბანკს და ზირაათ ბანკს მოგების გადასახადი არ უფიქსირდება, ვითიბი ბანკს კი, 47 827 ლარის დავალიანება აქვს.